ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიიღწეს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა.