„ჯოს მოლოდინი გოდოს მოლოდინად არ უნდა გვექცეს, რადგან ჯო არც მესიაა, ვერც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს და ვერც ჩვენს ნაცვლად იბრძოლებს. ამიტომ ჯოს გაუმარ-ჯოს, ჯოს, ჯოს, ჯოს ძახილის ნაცვლად, ხელები უნდა დავიკაპიწოთ,“ -განაცხადა გიორგი თარგამაძემ მის საავტორი გადაცემაში და ამერიკის 46-ე პრეზიდენტის როლიც გაიხსენა საქართველოსთან დაკავშირებით: “ჯოს გაუმარჯოს! ეს იმ ჯოს გაუმარჯოს, რომელმაც 79 წლის ასაკში პრეზიდენტი ტრამპი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა და დღეს მის ინაუგურაციას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიდენი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ოდესმე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსულა. ისტორიული სიტყვა 2009 წელს, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოში წარმოთქვა, რეალურად საქართველოს განვითარების რეალურ რუკად იქცა. სწორედ ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტ ობამას შეასრულა მნიშვნელოვანი როლი 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაში. როცა ვაშინგტონმა ცხადად დაინახა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენით შესაძლოა ქართული დემოკრატიისთვის მძიმე დარტყმა მიეყენებინა, თუმცა ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილის ხელში სტრატეგიული მოთმინება, რუსეთთან სტრატეგიულ კაპიტულაციად, ეკონომიკური წინსვლა ყველა მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებად, დემოკრატიისა და ინსტიტუტების განვითარება კი, სახელმწიფოს მიტაცებად იქცა, რაზეც ამჯერად ბაიდენის ადმინისტრაცია ვეღარ და აღარ დახუჭავს თვალს. მოკლედ, ამერიკა სისტემურ პოლიტიკას უბრუნდება, სიურპრიზები ალბათ არარ იქნება”-განაცხადა თარგამაძემ.