საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციის მონაწილეებს მიმართა.
ექსპრეზიდენტის გზავნილიწალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ გაახმოვანა:
“უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას – ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით.
მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და უკრაინის გამარჯვების შემდეგ არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს . მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.
ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერავინ აღუდგება”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.