აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში პირველ 15 ბრძანებას მოაწერა ხელი. თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა.
მან აშშ პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ამასთან, პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა.