საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ხვალ, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ხვალ რუსული კანონპროექტის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. პარალელურად, პარლამენტმა ტაბულას რედაქტორსა და პუბლიკას ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა.
პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ “შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს”.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – აცხადებენ პარლამენტში.