“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით მმართველი პარტია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს სჭირდება. როგორც თალაკვაძემ “იმედის” ეთერში თქვა, ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.
“მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. რასაკვირველია, ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია”, – ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის,ახალი კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალაა”. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. “ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.