“ვინც ამ ფრაზას წამდაუწუმ იმეორებს-ხალხს ეშინია” ნაციონალების” დაბრუნების…”

ძალიან მაღიზიანებს სატელევიზო გადაცემებში ეს გაუთავებელი – „ხალხს ეშინია, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“. თანაც ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ! ჯერ ერთი, ამ „ეშინიას“ იდეა დიდწილად რუსეთის პროპაგანდის შედეგია. როგორც ერთი ჩემი საწყალი, აწ განსვენებული თანაკლასელი, ღარიბი და გაჭირვებული, მიუხედავად ბევრი სიკეთისა, რაც ნაციონალების დროს მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა. ასეთი აბსურდი რომ დაიჯერეს, რა უნდოდა “სისხლიანი ცხრა წელის” დაჯერებას?! იმის არ ეშინიათ, რომ ეხლა სისხლი ყოველდღე იღვრება, ყოდველდღე ვიღაცას კლავენ, ყოველდღე ვიღაცას აუპატიურებენ? იმის არ ეშინიათ, რომ მკვლელებს და პედოფილებს ციხიდან უშვებენ და თან ბოდიშს უხდიან შეწუხებისთვის? თუ ამას, როგორც ბორიამ გვიბრძანა გაგებით უნდა მოვეკიდოთ?! ან ეგებ ეშინიათ იმის, რომ შეეძლოთ ღამის ორ საათზე ქუჩაში გასულიყვნენ და არავინ დაესხმებოდა თავს, გრძლი თმებისთვის არავინ მოკლავდა, მანქანას არ მოპარავდნენ, არც ბინებს და არც ბანკებს არ ძარცვავდნენ?! იმის, რომ ბიუჯეტს არ ხრავდნენ, იმის, რომ, ხელისუფლების ყოველმა წევრმა მილიონები მოიპარა და თავიანთ ნათესავ-ჯალაბობასაც ბლომად მოაპარვინა? იმის, რომ საქართველო სანიმუშო პოსტ-საბჭოთა ქვეყნად იყო მიჩნეული და არა კორუმპირებულ, უცოდინარი ოლიგარქის მიერ საკუთარ საჯიჯგნად გადაქცეულ რუსეთის ორღობედ? ყველა, ვინც ამ ფრაზას წამდაუწუმ იმეორებს, “ხალხს ეშინია, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან”, შეგნებულად თუ გაუზრებლად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ჰოდა, თუ ძალიან ეშინიათ, ჰყავდეთ აგერ ჰაკიმ ფაშა პრემიერად და კარტოფილით და ხახვით ნაყიდ პრეზიდენტობაში მოყვანილი დედაკაცი, რომელმაც დღემდე ვერა და ვერ ისწავლა ქართული.

წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share