“ეჰ! მგონი ვუბრუნდებით მე-20 საუკუნის 30-იან წლებს, როცა მძვინვარებდა რეპრესიები. მაშინ 7 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს თუ როგორ ასმენდა მოქალაქეები ერთმანეთს აგენტობის ცილისწამებით. თუ ვინმეს მოცილება უნდოდათ მასზე ამბობდნენ ის აგენტიაო. მაგალითად ჩემი მამიდას ქმარი , როცა თავის კოლმეურნეობისგან ჩამორთმეულ ვენახის შესაწამლად შევიდა, (რათა ვენახი არ გაფუჭებულიყო) მეზობლებმა უჩივლეს, ცილი დასწამეს სახელმწიფოს მოღალატე აგენტიაო. მამიდას ქმარი დაიჭირეს , გადაასახლეს და მას შემდეგ არავის უნახავს. მე არ ვიცი მაშინ რა კანონი მოქმედებდა, მაგრამ ის კი ვიცი, ხალხი ამბობდა კანონიერად დაიჭირესო. აი, ასეთია ეს კანონიც, ვინც პიროვნულად არ მოგეწონება ის შეიძლება მონათლო აგენტად.. ასე ხდებოდა მაშინ და ასე მოხდება ახლაც.” | წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე