დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული თავისუფალი ადამიანები ცხოვრებას ტოტალიტარულ სახელმწიფოში გავაგრძელებთ – არჩილ გამზარდია

”ჩემო სტუდენტებო, თქვენი უმრავლესობა საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებით დადის და აქ მიღებულ განათლებას უმატებს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სასწავლებელში მიღებულ განათლებას. ამის საშუალებას არაერთი ორგანიზაციის შუამავლობით და დაფინანსებით იღებთ.
ეს საშუალებას გაძლევთ შემდგომში თქვენი ოცნებები მომავლის შექმნაში აისრულოთ, წარმატებულად იმუშაოთ, თვითრეალიზაცია მოახდინოთ, ემსახუროთ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას.
ეს ე.წ. “კანონი აგენტურის” შესახებ, თქვენს მხარდამჭერ ორგანიზაციებს პრაქტიკულად აგენტურად გამოაცხადებს და მათ შორის, თქვენც აღმოჩნდებით როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მსხვერპლი.
დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული თავისუფალი ადამიანები გააგრძელებთ ცხოვრებას ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თქვენ წაგართმევენ არა მხოლოდ წარმატების მიღწევის შესაძლებლობას, არამედ საერთოდ, პირადი ცხოვრების საშუალებასა და თავისუფლებას, რადგან ტოტალიტარული სახელმწიფო თქვენზე მოიპოვებს სრულ კონტროლს, თქვენს უფლებებზე, თქვენს აწმყოსა და მომავალზე, თქვენი სიტყვისა და გამოხატვის, თანამშრომლობის, პირადი სივრცის, არჩევანის და ნებისმიერი თქვენი ბუნებრივი უფლების მიმართ და თუ არ დაემორჩილებით სახელმწიფოს წნეხს, თქვენ ხელისუფლება დაგიწყებთ დევნას, თქვენი ცხოვრების დანგრევას.
და ეს ყველაფერი, რაც დავწერე, მხოლოდ მსუბუქი და ზედაპირული აღწერაა იმ უბედურებისა, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფო შეგიქმნით.
თქვენ თქვენი არჩევანი უნდა განსაზღვროთ.
თქვენ თქვენი დამოკიდებულება უნდა გამოხატოთ.
თქვენივე მომავლისთვის.
და თქვენი სამშობლოსათვის.
თქვენი მომავალი შთამომაობისათვის.” – წერს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share