ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს:
”ევროკავშირისგან საჩუქრად მღებული 12 მილიონი ლარით ოზურგეთში ცენტრალური ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამ თვეზე მეტია, ამ ქუჩაზე გარე განათება გათიშულია.
მხოლოდ მერის საცხოვრებელი კორპუსის წინ არის ლამპიონი ანთებული.
უამრავი ბავშვი და მოხუცი სეირნობს საღამოობით, რომლებსაც სიბნელეში უწევთ სიარული, ხოლო ლამაზად შეღებილი ფასადების მიღმა რეაბილიტირებულ კორპუსებში სადარბაზოები კატასტროფულ მდგომარეობაშია.
P.S ამ ხალხს ჰქონდა პრეტენზია წინა ხელისუფლების დროს ფაზადებზე და საერთოდ რამეზე?” – წერს ქათამაძე.