ამ წუთებში ოზურგეთში , ოზურგეთის მერიის წინ აქცია “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მოქმედება უპატიებელია და სამოქალაქო საზოგადოება არ შეეგუება “რუსული კანონის” მიღებას:
”ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით თბილისის მთავარ აქციას, დღეს ოზურგეთში გვაქვს საპროტესტო აქცია.
იმას, რასაც დღეს ავაზაკების და მოღალატეების ბუნაგი – პარლამენტი და ეს ხელისუფლება აკეთებს, არის უპატიებელი.
მათ სურთ, სრულ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. არანაირად არ დავთმობთ.
ისინი დაუპირისპირდნენ სამოქალაქო საზოგადოებას.
სამოქალაქო საზოგადოების ტალღას ვერ ამარცხებს ვერასდროს ვერცერთი ხელისუფლება.
ვიბრძოლებთ ბოლომდე.” – აცხადებს ირმა გორდელაძე.