„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტების განხილვა შეჩერდება და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან” აცხადებს, პირველი მოსმენით კანონის მიღება ნიშნავს იმ პრინციპების მიღებას, რაც ამ კანონს საფუძვლად უდევს და თუ თავად ეს პრინციპები ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, მისი მიღებით პარლამენტი განაცხადებს, რომ ის ევროპულ ღირებულებებს არ აღიარებს. ეს კი, მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.
„პირველი მოსმენით კანონის მიღება ნიშნავს იმ პრინციპების მიღებას, რაც ამ კანონს საფუძვლად უდევს და თავად ეს პრინციპები ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. შესაბამისად, ამ პრინციპების მიღების შემთხვევაში, პარლამენტი განაცხადებს, რომ ის ევროპულო ღირებულებებს არ აღიარებს.
„რასაკვირველია, ეს ევროკავშირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო მზად არაა ევროკავშირის არათუ წევრობისთვის, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის. ეს, რასაკვირველია, ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს”, – განაცხად ხმალაძემ.
მისი თმით, თუ კანონი საბოლოოდ მიღებული არ იქნა, ეს სიტუაციას შეარბილებს.
„თუ კანონი საბოლოოდ არ იქნება მიღებული, ეს ამ პროცესს გარკვეულწილად შეარბილებს, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იქნება”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან”.