ცნობილი არტისტის მხრიდან ბავშვებზე სექსუალური შევიწროვება თითქოსდა ზუსტად აქ ხდებოდა, რაც სასამართლოს დღემდე არ დაუმტკიცებია.
მამულის, რომლის სახელწოდება „ნევერლენდია“, მფლობელი მილიარდერი რონ ბერკლი გახდა, რომელიც ჯექსონის კომპანიონი იყო ფინანსურ საკითხებში და საინვესტიციო ფირმის, Yucaipa Companies-ის თანადამფუძნებელი გახლავთ.
ჯექსონმა რანჩო 1987 წელს 19.5$ მილიონად შეიძინა, თუმცა 2008 წელს, ფინანსური სიდუღჭირის გამო საკრედიტო ვალდებულებები ვერ შეასრულა და მამულის წილი საინვესტიციო კომპანია Colony Capital-ის მფლობელობაში გადავიდა.
2015 წელს ქონება გასაყიდად გაიტანეს, რომელიც 100$ მილიონად შეფასდა, მაგრამ ფასმა რამოდენიმეჯერ დაიკლო მისდამი ინტერესის არქონის გამო და სულ ეხლახანს გაიყიდა 22$ მილიონად.
„ნევერლენდი“ კალიფორნიაში მდებარეობს, სანტა-ბარბარადან დაახლოებით 65 კილომეტრში, სადაც ჯექსონი 1987 წლიდან 2009 წლამდე ცხოვრობდა.
ჯექსონის სურვილით, რანჩოს ტერიტორიაზე განათავსეს რკინიგზა, ხოლო სახლის წინ – ყვავილოვანი საათი წარწერით „ნევერლენდი“. ამათ გარდა, იქვე იყო გასართობი პარკი კარუსელითა და „ეშმაკის ბორბალით“. ჯექსონს რანჩოზე ჰყავდა სპილო და ორანგუტანგი, ხოლო სახელწოდება წამოვიდა „პიტერ პენის“ ჯადოსნური სამყაროდან.
მომღერლის გარდაცვალების შემდგომ, მამულს სახელი გადაარქვეს, ხოლო ატრაქციონებს დემონტაჟი ჩაუტართდათ.
მამულის ფართი 1000 ჰექტარზე მეტია. ამჟამად მის ტერიტორიაზე 22 ნაგებობაა, რომელთა შორისაა კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, კინოთეატრი 50 პერსონაზე და ა.შ.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე