ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერ“ – პოსტით გუშინ „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა.
ღარიბაშვილის თქმით, 100-ზე მეტი ევროპარლამენტარი კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
„საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაა, რომელიც “ქართული ოცნების” მოკავშირე პარტიაა. თუმცა, საინტერესოა სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყარო, თუ შეიძლება“ , – წერს ის.