“გაგიჟდა „ოცნება“…..პრლამენტში დეპუტატებს წიგნს- „ლუციფერის მხილება“ ურიგებენ

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ  საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს წიგნს, რომლის სახელწოდებაა – “ლუციფერის მხილება”.

 

კუპრაძის ცნობით, ამ წიგნის ავტორი “ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილია”.

“გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!

გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშე და უფასოდ ავრცელებენ.

ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.

ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

newposts.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share