ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მერს, კოტე შარაშენიძეს კორუფციასა და ბიუჯეტიდან არარსებული უხვი ნალექის გასაწმენდად გამოყოფილი თანხების მოპარვაში ადანაშაულებს:
“ოზურგეთის კორუმპირებულმა მერმა თოვლის საფარი იმ სოფლებში გაწმინდა სადაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.
ხალხის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ საინტერესოა არარსებული უხვი ნალექის გაწმენდაში რამდენი ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან მერმა.”- წერს მჟავანაძე.