არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი – “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კითხვებს არ პასუხობს.
მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რატომ დაიწყეს “დეოლიგარქიზაციის” კანონის მუხლობრივი განხილვა.
“ნახვამდის” – ამბობს დეპუტატი ყველა კითხვის საპასუხოდ, მათ შორის იმას, თუ ვის “დეოლიგარქიზაციას” აპირებს “ქართული ოცნება”.
ვენეციის კომისიის დასკვნის უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, ხელისუფლება “დეოლიგარქიზაციის” კანონის მუხლობრივ განხილვას მაინც იწყებს.
მმართვლ გუნდში ამტკიცებენ, რომ შენიშვნების გათვალისწინებას აპირებენ.