ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კახა ასკურავამ მერიაში ხელფასების მატება გააპროტესტა. 

ასკურავას თქმით საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა და ის მალულად შემოვიდა წარმომადგენლობით ორგანოში . საუბარია მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა ანაზღაურების გაზრდაზე. ხელფასების ოდენობა 50%-ით იმატებს თაბამდებობის პირებისთვის , რიგითი მოსამსახურეებისთვის კი 10 %. მერიაში ხელფასების მატებას ასევე მხარი არ დაუჭირეს პარტია ,, საქართველოსთვის” და პოლიტიკური გაერთიანება ,, ლელოს” წარმომადგენლებმა საკრებულოში. ოპოზიციის განცხადებით იმ ეკონომიკური კრიზისის და მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, რაც ლანჩხუთში ხდება, თანამდებობის პირთა მხრიდან საკუთარი ხელფასების ზრდა უკიდურესად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო საქციელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share