“კაცმა ოთხი წელი არაფერი არ გააკეთაო, ვინ დაიჯერებს ამას”? – ლევან ნინიძე კოტე შარაშენიძეზე

‘შეიძლება ამდენი ტყუილი ითქვას, რომ თითქოს კოტეს 4 წელი არაფერი გაუკეთებია? ვინ დაიჯერებს ამას? ასეთი საშინელი დამოკიდებულებებით ხალხს ერთმანეთს აპირისპირებენ”-აღნიშნა ცნობილმა ლოტბარმა, ანსამბლ” შვიდკაცას წევრმა, რამდენიმე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ლევან ნინიძემ კონსტანტინე შარაშენიძის მახარადასაჭერ აქციაზე, სადაც, როგორც თავად აღნიშნა უსამართლობის განცდამ გამოიყვანა:

“დღეს ქუჩაში სიმართლისთვის ბრძოლამ გამომიყვანა. ჯერ ერთი,კოტე უაღრესად მშრომელი მერი იყო  და მეორეც, არ შეიძლება ამდენი ტყული ითქვას..კაცმა ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთაოო??ვინ დაგიჯერებს ამას?დაგიჯერებს შენ ამას საზოგადოება?რას ჰქვია არ გაუკეთებია?? მე პატვის ვცემ იმ მხარეს და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მანდ,მაგრამ ასეთის თქმა არ შეიძლება კაცო. ეს ერთმანეთს უფრო დააპირისპირებს და გადაკიდებს საზოგადოებას. დღეს გვჭირდებ საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა და ასეთი საშინელი დამოკიდებულებით ვაშორებთ ხალხს ერთმანეთს და მივიღებთ საშინელ დაპირისპირებას.”

ცნობისთვის, ლევან ნინიძე ბოლო მოწვევის საკრებულოში “ოცნების” წევრი იყო, პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა და მხარს ღიად უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, კონტანტინე შარაშენიძეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: