ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, სადაც, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, ენმ-ის მხარდამჭერებს “ოცნების” ზონდერები პირადობის მოწმობებს ართმევენ.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციამ ენმ-ის “მხარდამჭერები გაიტაცა”.
”ღმერთოოო, თაბუკაშვილზე შემოუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერებს პირადობებს ართმევთო))) ამ დროს მთელი დღე პირადობებს ართმევდნენ თვითონ მთელი დღე. თაზო ფაცაცია და გუგა ლაგვილავა, ვინმე გიორგი ჯიქია ზონდერთან ერთად თავს დაგვესხნენ…
სამარცხვინოდ გაიტაცა ზუგდიდის პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერები ისე რომ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. არც მე და არც ადვოკატს არ გვიშვებენ”, – წერს ანი წითლიძე.