პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ “მხოლოდ -ახალი -ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს ჩიხიდან ამ პროცესს” და ამის შესახხებ სოცილაურ ქსელში წერს:
“მე თამარ ჩარკვიანი ვაცხადებ “( როგორც უკვე განვაცხადე დილის 4 საათზე არჩევნების შედეგების გამოცხადების ღამეს ,რომ მხოლოდ -ახალი -ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს ჩიხიდან ამ პროცესს) ჩემი პოზიცია უცვლელი და ურყევია ,როგორც ყოველთვის!!!!ანუ პარლამენტში არ შესვლა, პრინციპული ბრძოლა დასავლური ღირებულებებით!!!!!
ბრძოლა გავრილოვების წინააღმდეგ, “გავრილოვნების” გარეშე!( ეს უმანდატო – ხალხმა რომ მანდატი არ მისცა ბურჯანაძეს , იმ რუსეთის მომხრე პოლიტიკანკას ვუპასუხე)
დიახ , ოპოზიცია ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ერთობა მნიშვნელოვანია , ოღონდ რუსეთის (მოქმედი) მომხრე ვექტორის გარეშე, რომელიც ხალხმა “დასაჯა” და მრავალი წელია უკვე ხმას არ აძლევს პუტინის და კოსაჩოვის მომხრეობის გამო ! რა უფლება გვაქვს ოპოზიციას , რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავიდეთ და ხალხის მიერ პოლიტიკურ გვამად ქცეული ჩვენ გავაცოცხლოთ ?!”-წერს ჩარკვიანი.