საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს – ALDE-ს წარმომადგენლები

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

ALDE-ს წარმომადგენლებმა განცხადება რომში გააკეთეს, სადაც პარტიის შეკრებაა.

მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი “ეჭვგარეშე მტკიცებულებების” გარეშე დააკავა.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასა და მის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share