“თქვენ ჭამეთ ცეცხლი…” – აქტივისტების აქცია წინანდლის სასტუმროსთან, სადაც “ოცნებამ” პომპეზურად მოილხინა

“მოძრაობა საქართველოსთვის” წარმომადგენლები წინანდალში, სასტუმრო “რედისონ ქოლექშენის” მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

იქ, სადაც “ქართული ოცნების” უმრავლესობა გუშინ ჩავიდა და 450 კაციანი სუფრა გაშალა.

აქტივისტების თქმით,  ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობის პარალელურად, მმართველი ძალა არ ერიდება, რომ საკუთარი გართობისათვის ბიუჯეტიდან თანხა დახარჯოს.

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გუშინ ჟურნალისტებთან  ამტკიცებდა, რომ მმართველი გუნდი რეგიონებში არსებული სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად შეიკრიბა. თანხა კი პარტიამ გადაიხადა.

რთული ეპიდვითარებისა და მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე, ოცნების ქეიფი 150 ათას ლარამდე დაჯდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share