ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და არც არავის არ უთქვამს ეს.
“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან რა პროგნოზს აკეთებენ. ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ თითქოს ოპოზიციას დაამარცხებენ.” – აღნიშნა მელიამ.