ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი, დავით მჟავანაძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და შენობასა და თალაკვაძის პირად კაფე-რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება:
”ავთანდილ თალაკვაძე, არც მეტი არც ნაკლები, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს, ხოლო დავით დარჩიას მეტრო და ოცი სანტიმეტრის სიმაღლის დასაჯდომ კვარცხლბეკს უმზადებს.
ადმინისტრავიულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და როგორც შენობაში, ასევე მერის პირად კაფე-რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება. გილოცავთ ბატონო ლავრენტი, როგორც გამოცდილ თამადას მერის პირადი კაფე-რესტორანი თქვენთვის ახალი ასპარეზია.
ეს ხუმრობით და აღნიშნული პროექტის განხორციელება ოზურგეთის მოსახლეობას მილიონობით ლარი დაუჯდება.
ქალაქის მერი ქალაქის ცენტრში დადგმული კუბოს ფორმის ქოთნების შემდეგ თუ კიდე რაიმეთი გამაოცებდა, არ მეგონა.
P.S ოზურგეთი ,,ოცნების” ქალაქის ნაცვლად ,,საოცრებათა” ქალაქი იქნება.” – წერს მჟავანაძე.