ოზურგეთის ტექნოპარკში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს.
პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
ახალი პროექტის პრეზენტაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.