ამ “მზრუნველმა” კაცმა საშუალება არ მოგვცა… როგორ არ გრცხვენიათ?.. – ყველამ პასუხი უნდა აგოთ! – კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ამირან გამყრელიძის იმ ვიდეო მიმართვას ეხმაურება, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაწყებულია.

“მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ცრიან ბავშვებს 12 + და უფრო ადრეული ასაკიდანაც – ამ “მზრუნველმა” კაცმა კიდევ საშუალება არ მოგვცა მშობლებს ჩვენი შვილები აგვეცრა და ასე დაგვეცვა ისინიც და საკუთარი თავიც. როგორ არ გრცხვენიათ ყველას მანდ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებთ. თქვენ მართლა ყველამ უნდა აგოთ პასუხი!” – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share