ოზურგეთი საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიის სახელობის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში, კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 28 მარტს დაიწყო.
ასპარეზობაში 250 – ზე მეტი სპორტსმენია ჩართული.
ტატამზე 28 – 29 მარტს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოდიან.
30 – 31 მარტს კი ბრძოლაში ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
დასწრება თავისუფალია!