ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციონერმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას დათქმების გარეშე უნდა დაუჭიროს მხარი.
ახვლედიანის თქმით, ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, სადაც ორჭოფობა უხერხულია.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა როგორც განაცხადა, ვერ მოხდება პროცესის დაჩქარება ღირებულებების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ თუ არსებითი საკითხები არ მოგვარდა, გადაწყვეტილების მიმღებ ბრიუსელში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდებათ. ცხადზე ცხადია, რომ ბრიუსელში, სტრასბურგში თავად საკითხის მიმართ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებილება აქვთ, ეს „ქართულ ოცნებაში” ძალიან კარგად ესმით. უბრალოდ, გადაწყვეტილების მიმღებთ, ჩვენ – პოლიტიკოსებმა, და უპირველესად „ქართულმა ოცნებამ”, უნდა ვაჩვენოთ, რომ გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გზით სიარულის მტკიცე სურვილი. თუ ეს პოზიტიური დინამიკა არ გამოჩნდა, სამწუხაროდ, ბრიუსელში დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაგრამ დრო და მცირე შანსი ჯერ კიდევ არის. პერსპექტივა ჯერ ძალიან ბუნდოვანია”, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.