9 აპრილი უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა გადავტეხოთ წელში – ხაბეიშვილი

”უმნიშვნელოვანესი დღეა 9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ გადავტეხოთ წელში რუსული მთავრობა და მე პირობას გაძლევთ, ყველა ის საკითხი იქნება დაყენებული, რომელიც თქვენ გაწუხებთ და თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კარგად უნდა გაიგოთ ყველამ, რომ პოლიტიკოსები გამოიყენეთ, როგორც შესაძლებლობა და არავინ არ “დაგაბულინგოთ”, რომ ის პარტია, ეს პარტია. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი თქვენს ხელში გამოიყენეთ იარაღად რუსული ოცნების წინააღმდეგ.”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში. 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ენმ აქციას მართავს – აქცია ხაბეიშვილმა 14 მარტს დააანონსა და ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 9 აპრილამდე მისცა დრო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share