”სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია. იმედი გვაქვს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულ მდგომარეობაშია და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მას გადაიყვანენ სტაციონარულ მკურნალობაში, მესამე ქვეყანაში, საავადმყოფოში, სადაც ის შეძლებს სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს დაბრუნება ნორმალური დემოკრატიული პროცესისკენ”
ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იური კამელჩუკმა ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.