Forbes-მა მილიარდერების სია განაახლა – ივანიშვილის ქონება გაიზარდა

Forbes-მა მსოფლიო მილიარდერების ყოველწლიური სია განაახალა – აღსანიშნავია, რომ ილონ მასკიმ Forbes-ის ყოველწლიურ მილიარდერთა სიაში პირველი ადგილი დაკარგა. გამოცემის ცნობით, Twitter-ის ძვირადღირებულმა შეძენამ ხელი შეუწყო Tesla-ს აქციების ჩაძირვას.

მასკის ადგილი დაიკავა ბერნარ არნომ, ფუფუნების საქონლის გიგანტის LVMH-ის ხელმძღვანელმა. რის შედეგადაც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის პოზიცია რეიტინგში პირველად საფრანგეთის მოქალაქემ დაიკავა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ხუთეული ასეთია:

  • ბერნარდ არნო –  $211 მილიარდი. [LVMH]
  • ილონ მასკი – $180 მილიარდი [Tesla, SpaceX]
  • ჯეფ ბეზოსი – $114 მილიარდი [Amazon]
  • ლარი ელისონი – $107 მილიარდი [Oracle]
  • უორენ ბაფეტი – $106 მილიარდი [Berkshire Hathaway]

1 წლის მონაცემების თანახმად, გლობალური მილიარდერების რიცხვი 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ერთ წელიწადში [2022 წლიდან 2023 წალმდე] 2 668-დან 2 640-მდე შემცირდა, ხოლო მათი კოლექტიური სიმდიდრე შემცირდა 500 მილიარდი აშშ დოლარით. 12.2 ტრილიონ აშშ დოლარამდე 12.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ამაყობს ყველაზე მეტი მილიარდერით, სიის 735 წევრით, რომელთა საერთო ღირებულება 4,5 ტრილიონი დოლარია.

საქართველო:

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ყოველწლიურ მილიარდერთა სიაში ორი ქართველი მოხვდა. მათ შორის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

  • [552] ბიძინა ივანიშვილი $4.9 მილიარდი
  • [766] მიხეილ ლომთაძე $3.7 მილიარდი

აღსანიშნავია, რომ ოლიგარქის ქონება ამავე მონაცემების თანახმად გაზრდილია. ის 2022 წელს $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Forbes აღწერაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში ლითონებსა და საბანკო საქმეებში გამოიმუშავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share