ტუსკი-მოვუწოდებ კოლეგებს პრემიერთან განიხილონ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი Twitter-ზე წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ის ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილოს.

“დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, მე მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე”,- წერს დონალდ ტუსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share