უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის NATO-სთან შეერთებას გამოეხმაურა.
მან ფინელ ხალხს მიულოცა უსაფრთხოების ასეთი მყარი გარანტიის მიღება და აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა უკრაინაც მიიღებს იმავეს.
„მოხდა ისტორიული მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის – ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა. ალიანსი ძლიერდება აღმოსავლეთ ფლანგზე […]
რუსული აგრესია ცალსახად ადასტურებს, რომ მხოლოდ კოლექტიური გარანტიები, მხოლოდ პრევენციული გარანტიები შეიძლება იყოს საიმედო. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სიჩქარეზე – უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს პროცედურები […]
რაც უფრო ამბიციურია ის, ვინც იცავს თავისუფლებას, აგრესიის მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ბოროტების მსურველს. დადგება დღე, როდესაც უსაფრთხოება გარანტირებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც”, – განაცხადა ზელენსკიმ.