სააღდგომოდ სკოლების დასვენების დღეები ცნობილია – დეტალები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი კანონმდებლობით რეგულირდება და მათ შორის გახლავთ სააღდგომო დასვენების დღეები.

იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოძრავია, დასვენების დღეებიც სხვადასხვა პერიოდს ემთხვევა.

2023 წელს, აღდგომა 16 აპრილსაა, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სკოლები 14 აპრილიდან – წითელი პარასკევიდან, 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებს; 18 აპრილიდან კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი დასვენების დღეების ხანგრძლივობას, საკუთრი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ.

etaloni.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share