სააღდგომო პრემიებთან დაკავშირებით სამინისტროსგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ – „დირექცია გადაწყვეტს“

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და სასკოლო საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – ხომ არ დაურიგდებათ პრემია პედაგოგებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ბაღის პერსონალისთვის ფულადი დანამატი გამოიყო.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალები განათლების სამინისტროსთან  გადავამოწმეთ, სადაც ტრადიციული პასუხი მივიღეთ – ოფიციალურად ბიუჯეტით მსგავსი წახალისება განსაზღვრული არ არის, თუმცა სკოლის ხელმძღვანელებს რჩებათ უფლება, პედაგოგებს საკუთარი შეხედულებისამებრ მისცენ დანამატი.

ასე, რომ მიიღებენ თუ არა პედაგოგები სააღდგომოდ ფინანსურ წახალისებას – ეს დირექტორის გადასაწყვეტია. ისევე, როგორც პრემიალური თანხის მოცულობა.

etaloni.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share