“გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით” – უკრაინელმა მხატვარმა ჯამბულათ ხოფერიას პორტრეტი დახატა

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.

“მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა…

უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვარად იქცა, ვთხოვე ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.

ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.

გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.

არჩილ ხოფერია, მადლობა.

დიდება გმირებს”, – წერს მაქარაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share