სპორტული კომენტატორი, სპორტული რადიო “ჯაკოს” გენერალური დირექტორი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
“ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე.
მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი.
შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა.
როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება…ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა ..
ვწუხვარ, უსაზღვრიდ ვწუხ…
ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო…
ვერასოდეს დაგივიწყევთ…
დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზა_ სავალს…
გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს.” – წერს პოეტი იზა ვეფხვაძე “ფეისბუკში.
ცნობისთვის, ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992წწ. მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში “იმედი”, სპორტულ რადიოში “ჯაკო”; იყო საზოგადოება “დინამოს” მწვრთნელი; 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი; 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა “ყურადღება” (2004); დასახელებულია “დინამოს” საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). საზოგადო მოღვაწე, სპორტული რადიო “ჯაკოს” გენერალური დირექტორი.