8 სართულიანი შენობა ტყეში– სად იცხოვრებს პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი

“ნოდარ მელაძის შაბათის” 2021 წლის პირველ გამოშვებაში საუბარი იქნება ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე, რომელშიც ოლიგარქი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებს ცხოვრებას.

“პირველად ნახავთ სასახლეს, რომელშიც პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი იცხოვრებს.

8 სართულიანი შენობა ტყეში ტყვიაგაუმტარი შუშების ოთახით, 5 შესასვლელით და საკუთარი სათბურებით, რომ პროდუქტები გარედან არ შემოიტანონ.

ყუთები და ნივთები ჯერ არ ამოულაგებიათ, ტყვიაგაუმტარ მინებიან ოთახებს კი მფლობელისთვის ამზადებენ” – ამბობს გადაცემის ანონსში ნოდარ მელაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share