“ის იყო ჩვენი ღმერთი, დავიღუპეთ და დავიქეცით”

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ, მმართავლი პარტიის მხარდამჭერების დაბნეულობა გამოიწვია: “ის იყო ჩვენი ღმერთი, დავიღუპეთ და დავიქეცით, ბაწარში გვაქ თავი გასაყოფი”- აცხადებს “ნოდარ მელაძის შაბათთან” ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სჯერა, რომ ივანიშვილის შემცვლელი პარტიაში, ირაკლი კობახიძე “არ დაეხმარებათ”. დღესვე, გადაცემაში გავარკვევთ, რა დავალება მისცეს მმართველ პარტიაში კორდინატორებს, და რა მისიით დადიან ისინი კარ და კარ. “ივანიშვილი ჩემთვის სალოცავი ხატია, ხატი რომ იყო მასზე ვილოცებდი”- ამბობს ოლიგარქის კიდევ ერთი მხარდამჭერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share