მამასახლისი თომა შარაშენიძის ისტორიებიდან (II ნაწილი) – ფილარობის დროი

ფილარობას ჩვენში შვა გზაზე კ’არ გევიარდით, კიდეში მივიდოდით, გან-განზე ვიარდოდით, დამალულა. კაცისას მივიდოდი თემში და დამხთენ. სამი ტყვია მომარტყენ, ისე, ტყულა.
.
იყო იმფერიც, რომე სიგლახიზა გადიარდა ჲეზოჲდან. აბა, ცქვიტინიძე იყო, დაწუენ და მოკლენ, კიკიე იყო, მამულაჲშვილი, კიდომ იიც. თავრობას ებძოლებოდენ აგენი. სხვაი იყო. თვარა, ერთი გადავარდნილი თალაკვაძე იყო, სიძე ხავდა დინარაისას. ჭამდა, იარებოდა იქინე, ღამეს ათევიებდენ.
.
ჲერი ზობა მივალ და ქი შემხთა გზაში. აქით ზეგანია, იქით დიომიდაის ქუხნა. ბიჯო, კი დევინახე უწინ მე, მარა ვერ უგანეფ. შევხთით ჲერთქამეთს. ხეცი იყო, არკაცს არ ინდობდა. დამეთხუე – ვუჩივი, მარა, არ გადირიო, აფერი არ ეყურება.
.
მუა და მუა. მუა და მუა და, დავკრიჭე კპილი, დავხუჭე თûალი და მზეპა. მზეპა და მასთე არ უნდა-მეთქი და ვქენი მეც ზალპი. ბერდენკა მქონდა მეც. ქი გავაგორე ღორივით. მეც ქე ვარ დაჭრილი. გავჩემდი ახლა. იი ქი აგდია. ბიჯო, რა ვქნა! გევიხედე, არიკაცი არაა. ჲერს ალიგა დევინახე მოთხრილი, დივეკიდე ფეხებზე და გავაჩარჩალე იქით, ჩავაყუდე შით. ნიკოლოზაჲ იყო თავრობა, დანოსობა იყო, რაითაც გინდოდა, მეიცილებდი კაცს. მივაფარე თხემლაის ფურცელი და წამივედი.
.
ჩამევედი თემში, რაცხაჲ ხიბაქიც მქონდა, იი დავტიე კაცთან. ვერ მუასარი გამოსლა და უკანამიდან მძგუფა ვინცხამ მათრახი, მძგუფა და მძგუფა. ამერია ტვინი თავში. არ ვიყავი გლახა ყაზახი, დაჭრილიც ვიყაი და იმანაც ნამეტანი მიქნა. შამუუტრიალდი და… ზეკუციეს კაცი! რეიზა გაქ სისხლი წაცხობილიო. დევიხედე, ჩაქურა ვიცოით იმ დროს, ჩაქურა მეცუა, სამყადი ქამარი შამოხოული და აგინი თლა სისხში იყო მოსრილი. ჩემი სისხლი და თალაკვაის ათხაპნულ-დათხაპნული ქლათ. სიჩქარეში ვერ შევიხვიე ჭრილობა. აი მებდღნა, ვინ მოკალიო იგენს თავისი ეშინოდა. წამათრია, დააჭირვია ჩემი თავი.
.
ჭანიშვილი იყო მაქსიმეის შვილი. აგერ იდგა ბაღდათზე. ყმაი იყო მისი თელი სოფელი, ისთე მიაჩთათ და უყვარდენ. ზავოდობა იყო მაშინ, როშელდის ზაოდი იყო. იმ ზავოდში მუშოობდა, ხელი გათლილი ქონდა. მევიდა ამ დიმიტრამ, დუუძახა სახლიკაცეფს, მისეს ფული და დეიხსნა ასე ჩემი თავი. აფერი არ გამომართუა მერე, არც არკაც არ ართუმდა, ვალი თუ ქონენ [ქონდენ] მისი, არცროის არ გამოურთმოვია არკაციზა აფერი.
.
ნენაჲს სამადლოთ შობოდა და ისთეც კაი ადამიანი იყო. თელი საზოგადოება პატივ სემდა იმას. დედა ხავდა კაი ქალი, გამოსული, ნამეტარი ქრივ-ობლის მომხმარე, ყოლ კაც ხელს უმართავდა ჭირში, კაი მეზობელი და ჭკუასასტავლი ქალი იყო. გადახვა მის ბაღნეფს, მარა მისი სიკტილის მერე ქეც გუუმართლეს. ყოლიფერს ისთე შობოდენ, რაფერც იგი შობოდა. ქეც დუუბარა, არ შემარცხვინოთო.
.
ჲერი ზობა ოტკა ხთითა ეზოში, გამევიდა ფილარმა და ჲეტეკა და ქი დეიჭირა. ოტკა უნდოდა. აი კიდომ იმფერ ოტკას ხთითა, რუმ გაასხმიდი მოლზე, ახრუკავდა ბალახს. ხო, ხოდა, აქციზი იყო. ოტკას ახთიებდენ. დაგშტრაფიდა ისთე, რომე სულს აგართუმდა. ახლა რომ ფინგანის აგენია, ისთე იყო აი აქციზი. ბაჟს გახთიებდენ იმდონს, რომე ვერ გადიხთიდი. იმზაც ოტკა სა იყო, არ იშონებოდა.
.
ხოდა, დეიჭირა ამ ფილარმა. გააშობია ამან ხელი. შამუუბრუნდა. აი ქუდი, რომ დაგიწეპებია თავზე, რას გავხარ, თუ იციო! სიცივიზა კარ უნდა კაცს თავსახურიო. მთხუე და მოქცემო. ჲერი ზობა კიდომ, ვაგონს ვშჭვირთავთ ფოჩი. შამოსულარიენ აი ფილარები, შებძანებულან იქით და რაცხა ეფართხუნება მაშინასან. ბენიე მიხთა შარაშანიძე, იმანც გეიგონა. იგენს არ ეშინია, მისიანები ვართ, მარა ეიანცეს ყოლიფერი და სხვაიც გეიგონებდა.
.
მე მოხათრებული ვიყაი მაინც, მეცოდვებოდა აი ფილარები. აღაფერ კაცების რიცხვში მაგინი აღარ ეწერენ. საჭმელი არ იყო მაგინიზა კაცური და სასმელი, ლები და საბანი, სახლი და კარი. ხეცურაჲ ცხორება ხეციზაჲც ძნელია და… კაციზა! მივხთი ახლა, რაცხას კი წეიღებენ მაგინი-თქûა და შივედი. დამინახეს, ვითამც აფერი. – ძამიებო, – უთხარი, – აი ვაგონი იაღმა კარაა, ფულია ყოლიფერი. აგინს ჩვენ გადაგვახთიებენ ისთევლე-თქვა. გეიცინეს, – მაგის ნუ გეშინიაო, – მითხრენ. რაფერც მივალთ სტანციაში, მივცემთ ზალპს და ავადენთ ბდღვინს იქოურობასო. თქვენ ვეფერში ვერ დაგდობენ ბრალცო.
.
სტორეთ ასთეც ქნენ. იგინის სიტყუა სიტყუა იყო. მოკტებოდა და მაინც დეიბარებდა, ასთე და ასთე უნდა მექნაო. მაშვინ ოცი ძირი დიმირა ვაშლი მქონდა, იიც წაღებული მქონდა გასაყიდათ. იაშიკეფში და ტუმარებით მქონდა. სტანციაზე მისეს ბიზინ-ბიზინი და გაშპენ კიდევაც. ატყტა ამბავი, ეისვარა ყოლიფერი, აი ჩემი ვაშლი მოსრომგორომდა, ზოი წეიღეს, ზოი გატყტა.
.
აი ზარალი ქი ვნახე, მარა ჩამევედი შინ და დამახრედეს ფარა. იგენმა იცოდენ, რა მოხობოდა იმგენის ზალპს და შივეცოდვეთ. მეზობლები იყვენ ჩუენი. აწიეს და უმფრო მეტი მეიტანეს, რაც მერგებოდა, იმაზე. მისი კანოლი ქონდენ იგინს და მისი სამართალი.
.
P.S. პირველი ნაწილის ლინკი კომენტარში
.
მთქმელი – თომა ესეს ძე შარაშენიძე, ჩაწერილია 1985 წელს ელენე ნიკოლაიშვილის მიერ სოფ. დვაბზუში;corpora.co
– გურულები ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (Le Monde illustré 30 ივნისი 1877 წელი #1055)
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „80 LE MONDE ILLUSTRE Doypolle RUSSES, Irréguliers géorgiens dans L.CHAPON Caucase. - (Dessin Deyrolle, d'après photographie.)“ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share