დავით კეზერაშვილის გზავნილი “ქართულ ოცნებას” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმ მოქმედი მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, ვინ საქართველოში არსებულ ქოლცენტრებს ლობირებს. კეზერაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფს და რეპუტაციული ზიანის აღსადგენად კვლავ სასამართლო დავას აანონსებს. პარალელურად, ექსმაღალჩინოსანი ტელეკომპანია “ფორმულაში” საკონტროლო პაკეტს თმობს. მისი წილის ნახევარი ტელევიზიის თანამშრომლებზე გადანაწილდება.
ხელისუფლება კი ტრანსაციონალურ დანაშაულში მხილებული ექსმინიტრის ექსტრადირებას ითხოვს. “მან ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა ახლა კი ევროპელი პენსიონერების ფულის თაღლითურ მითვისებაშია მხილებული” – პრემიერ-მინისტრმა დღეს შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანზე იერიში მიეტანა.