უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მე-4 დღეს, გაეროს თანახმად, უკრაინიდან მოსაზღვრე პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ სახმელეთო ომს უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა.
“იქ წავალთ, სადაც კარი ღია დაგვხვდება. სხვა არჩევანი არ გვაქვს”, – უთხრა 24 თებერვალს Current time-ს კოსტანტინოვკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ოჯახს უსაფრთხო ადგილას გზავნიდა. თვითონ კი აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩა.
იძულებით გადაადგილებული პირები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა.
26 თებერვალს ქვეყნის საზღვარზე გრძელი რიგები დადგა. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 100 000 ადამიანი პოლონეთში უკვე ჩავიდა. უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადების შესახებ იტყობინებიან სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვაც.
“აბსოლუტურად სულისშემძვრელი მდგომარეობაა. მოლდოვაში უკანასკნელი 36 საათის განმავლობაში ათასობით და ათასობით დევნილი შემოვიდა. მათ შორის, ბევრი ქალი და ბავშვი”, – ამბობს UNHCR-ის წარმომადგენელი ცენტრალურ ევროპაში როლანდ შილინგი, რომელიც მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან იმყოფება.
უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირები მოლდოვის რესპუბლიკაში პალანკის გამშვებ პუნქტზე, 2022 წლის 26 თებერვალი
წყარო : რადიო თავისუფლება