“კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება” – პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩავარდა

პარლამენტში მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩავარდა – პლენარულ სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა, იმ დროს, როცა საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

“კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება” – გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share