“ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ და 100%-ით თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, როცა ეს მოხდება, დეკემბერში” , – აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი.
“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ და 100%-ით თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, როცა ეს მოხდება, დეკემბერში. ცხადია, ეს რთული პროცესია, რაც საჭიროებს თითოეული ქართველის ერთობლივ მუშაობას, რათა დაუმტკიცოთ წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო ბოლომდე ერთგული დარჩება იმ მძიმე შრომით დატვირთულ გზაზე, რასაც ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა და მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებაც გულისხმობს. მე ვიტყოდი, რომ პირიქით, ეს შეზღუდვები ვიზაზე, რომლებიც აუცილებელია აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, რადგან გვაქვს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის საკმარისი მტკიცებულება, საქართველოს მთავრობისთვის შესაძლებლობაა, რათა დაამტკიცონ კორუფციასთან ბრძოლისადმი თავდადება და დააფუძნონ ჭეშმარიტად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა” – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.