“თავისუფლება ნიკა გვარამიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს მთელ მსოფლიოში” – კარა-მურზას ცოლი

რუსი ოპოზიციონერი დაკავებული აქტივისტის, ვლადიმირ კარა-მურზას ცოლი, “მთავარი არხის” გადაცემაში Post Factum-ში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას გამოეხმაურა.

“როდესაც დაუსრულებელ ბრძოლაში ხართ ჩართული, არასდროს დაკარგოთ იმედი, შეხედეთ ამ ბრძოლას, როგორც თავსატეხს. ჩვენ, ყველანი ამ თავსატეხის ნაწილები ვართ და ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ეს ნაწილები უნდა შეერთდეს და მოიტანოს ცვლილება, ამიტომ ნუ დაკარგავთ იმედს, დადექით მტკიცედ და იბრძოლეთ. თავისუფლება ნიკა გვარამიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს მთელს მსოფლიოში”, – თქვა ევგენია კარა-მურზამ.

ცნობისთვის, 17 აპრილს მოსკოვის სასამართლომ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და  ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share