აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სოციოლოგიური გამოკითხვების შესახებ წერს.
„ამ „გამოკითხვებთან“ და „სოციალურ კვლევებთან“ დაკავშირებით.
2015 წლიდან გევედრებით ყველას რომ ცოტათი მაინც ჩახედოთ თანამედროვე კვლევების კონტექსტის მნიშვნელობების შესახებ ახალ შეხედულებებს.
ასჯერ მაინც მექნება დაწერილი წამყვანი ამერიკული კვლევებზე მკვლევარ ჯგუფზე სახელად SurveyMonkey
უკვე ათი წელი მაინცაა ცნობილი რომ კვლევების ის ფორმები, რაც მიღებულია ზოგადად დასავლური ტიპის ქვეყნებში, არ ამართლებს დიქტატურებში, არ ამართლებს არადემოკრატიული და არათავისუფალი საზოგადოების გარემოში.
აი წარმოიდგინეთ დაგირეკეს მობილურზე და გკითხეს რაიმე ბანკებზე…
თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და ქრონიკულად ხართ ბანკის ვალში…
იტყვით რაიმე ცუდს?
ხომ იფიქრებთ, ვაითუ „სადღაც შავ სიაში მოვხვდე და კრედიტი არ მომცენ, კიდევ უფრო უარესია ასეთი რამ რელიგიაზე, რამეთუ კონკრეტულ პირზე კიარაა აქ საქმე, არამედ ანაფორის სტატუსზე. აქაც ვერ იტყვით საკუთარ ნაღდ აზრს, რაც გინდა გიმტკიცონ რომ არ იციან ვინ ხარ
„აბა როგორ დამირეკა?“
ეს კითხვა უპასუხოა
„გინდაც შემთხვევით დამირეკა, უკვე ხო იცის ჩემი ნომერი და მომაგნებს“.
განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ფეიკია ამგვარი გამოკითხვები ეგზოტპოლზე.
ჩვენ ვართ, რელიგიურად და პოლიტიკურად ფეოდალური ტიპის ქვეყანა და ამ სისტემაში კვლევების დასავლური მეთოდიკა არის ცრუ ინფორმაციის მომცემი.
არაფერს ვამბობ კითხვების ფეიკურად ფორმულირებაზე
„უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს?“
ამ ფორმულირების კითხვაზე „დიახო“ უპასუხებს მხოლოდ თავზე ხელაღებული ადამიანი.
ფორმულირების თემა ცალკე თემაა
საქმე კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს ეხება
გამოსავალი?
ყველა დასავლური და ქართულ რეალობაზე არმისადაგებული გამოკითხვა უნდა გამოცხადდეს ფეიკად, არავალიდურად“, – წერს იაგო ფრანგიშვილი.