ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მან კანცელარიის შენობას „რუსული კეტჩუპი შეასხა და რუსული ბრინჯი შეაყარა“.

როგორც ის, აცხადევს, მისი დაკავება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

„კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, – წერს ელენე ხოშტარია.

როგორც ცნობილია ასევე, დაკავებულია „დროას“ რამდენიმე წევრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share