ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში ათასობით რუსი და ბელარუსი ადამიანი შემოვიდა – გადმოაქვთ ბიზნესები, ყიდულობენ უძრავ ქონებას და საქართველოში დასახლებას აპირებენ. ქვეყანაში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
“მოსკოვიდან ვარ ჩამოვედი იმიტომ, რომ გვეშინია, არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. რუსეთში თუ ჩვენს აზრს გამოვხატავთ, რომელიც ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას, ციხეში ჩაგვსვამენ. ვიცი, რომ საქართველოში რუსი ხალხის დიდი მიგრაციაა. ამას ერთი მიზეზი აქვს, სხვა ქვეყნებში არ გვიშვებენ”, – ამბობს რუსეთის მოქალაქე.
რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები ასევე ამბობენ, რომ საქართველოში საცხოვრებლის მოძიება უჭირთ.
“10 ადამიანიდან 9 უარს გვეუბნება, არ გვაძლევენ საცხოვრებელს. ვხვდებით, რომ ქართველებს აგრესია აქვთ და ფიქრობენ, რომ პუტინი მოგვწონს”, – ამბობენ რუსები.
გარდა რუსებისა, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პროტესტის განცდაზე საუბრობენ ბელარუსებიც.
“ბელარუსი ხალხი აპროტესტებს ლუკაშენკოს რეჟიმს 2020-ში ხელისუფლების წინააღმდეგ გვქონდა საპროტესტო აქციები. ახლა რუსები და ბელარუსები ერთი ხალხები ვგონივართ. მე მესმის ამ აგრესიით და ვხვდები ქართველებს რატომ არ სურთ რუსების ნახვა საქართველოში, მაგრამ ბელარუსები რუსები არ ვართ”, – ამბობს ბელარუსის მოქალაქე.