ბათუმის შემოვლითი გზა ისევ მშენებლობის პროცესშია. სამ წელიწადზე გათვლილი პროექტის დასრულება რამდენჯერმე გადაიდო და სამუშაოები ამ დროისთვისაც შეჩერებულია. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით უკვე 4 თვეა მშენებლობაზე არავინ უნახავთ.
კონტრაქტორი კომპანია რომ არასათანადოდ ასრულებს ვალდებულებას, ამას საგზაო დეპარტამენტიც ადასტურებს. ცნობილია ასევე, რომ კომპანიას, რომელმაც მასშტაბური პროექტი 2 თვეში უნდა ჩააბაროს, ფინანსური პრობლემები აქვს.